
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან.
CNN-ის კითხვაზე, თუ ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს ირანში, ტრამპმა უპასუხა: „ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არ დაგავიწყდეთ: ჩვენ გავანადგურეთ ხელმძღვანელობის პირველი ფაზა, მეორე ფაზა და მეტწილად მესამე ფაზაც. თუმცა, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც, მჯერა, რომ ყველაზე პატივსაცემია და ლიდერია. იცით, ცოტა რთულია, ჩვენ ყველა გავანადგურეთ“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჩართულნი იყვნენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, თუმცა არ დაუკონკრეტებია იმ პიროვნების ვინაობა, ვისთანაც ირანული მხრიდან ჰქონდათ კომუნიკაცია.
დაჟინებულ კითხვაზე, ესაუბრება თუ არა აშშ ხამენეის, ტრამპმა უპასუხა: „არა. შვილისგან არაფერი გვსმენია. ხანდახან ხედავთ ხოლმე გავრცელებულ განცხადებებს, მაგრამ არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა ის“.
იმედი
წყარო: imedinews.ge