
Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში
იმედი|imedinews.ge
აშშ განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ეს პოტენციური ვიზიტი მკვეთრ შემობრუნებას ნიშნავს მინსკის მიმართ ვაშინგტონის მიდგომაში.
„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი მიზნის მისაღწევად, მაგრამ მჯერა, რომ ამას შევძლებთ“, - განაცხადა კოულმა.
ეს განცხადება მოჰყვა კოულის ვიზიტს ბელარუსში 19 მარტს, რის შემდეგაც ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge