მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელური გამოცემა Ynet: ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა
ისრაელური გამოცემა Ynet: ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა

ისრაელური გამოცემა Ynet: ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა

იმედი|imedinews.ge

დონალდ ტრამპის განცხადებების კვალდაკვალ, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა, რაც საბრძოლო მოქმედებებისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაახლოებით 21 დღეს ტოვებს, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

ოფიციალური პირის განცხადებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს პაკისტანში გაიმართება.

მან ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონს ისრაელისთვის არ მიუწოდებია განახლებული ინფორმაცია ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამად ბაღერ ღალიბაფთან კონტაქტების შესახებ.

აღნიშნული პირის თქმით, ომის ამ თარიღისთვის დასრულებამ შესაძლოა ტრამპს საშუალება მისცეს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს ეწვიოს ქვეყანას და ისრაელის პრემია მიიღოს.

ისრაელის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანთან საბრძოლო მოქმედებები მანამდე გაგრძელდება, თეირანი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების სტაბილურ ტემპს - დღეში საშუალოდ 10 გაშვებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი

POLITICO: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი

იმედი

CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის

CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის

იმედი

ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ომის დარეგულირება სურს

ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ომის დარეგულირება სურს

იმედი

POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

იმედი