CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის

CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის

იმედი|imedinews.ge

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სატელევიზიო გამოსვლაში რეზაიმ ასევე პირობა დადო, რომ ირანი ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ „ყველა ეკონომიკური სანქცია არ მოიხსნება და არ იქნება მიღებული იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიები ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის აღსაკვეთად“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ოპერაციებსა და საქმიანობას მტკიცედ ახორციელებენ. ახალი ლიდერის არჩევით, ჩვენი მართვის პროექტი მყარად გადავიდა მის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა რეზაიმ.

მრჩეველი ამტკიცებს, რომ „ომი ფაქტობრივად დასრულდა“ ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ და რომ „შეერთებული შტატები მზად იყო შეჩერებულიყო და ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია“. თუმცა, მისივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ომის გაგრძელებას დაუჭირა მხარი“.

რეზაიმ განაცხადა, რომ ომის მე-15 დღის შემდეგ „აშშ-მა ნათლად გააცნობიერა, რომ ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია