დანიის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია იმარჯვებს, თუმცა მას მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირების უფლება არ ექნება

დანიის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია იმარჯვებს, თუმცა მას მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირების უფლება არ ექნება

იმედი|imedinews.ge

ეგზიტპოლების თანახმად, დანიაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.

პროგნოზების მიხედვით, ფრედერიქსენის პარტია ხმათა 21%-ს მიიღებს. თუ ასეთ შედეგი დადასტურდება, მას პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლება. უმრავლესობის შექმნაში „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას ტრადიციული მემარცხენე მოკავშირეებიც ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად, როგორც მედია იუწყება, დანიის პრემიერის პარტიას მემარჯვენე ცენტრისტებთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

ერთპალატიანი პარლამენტი 179 ადგილისგან შედგება. 175 დეპუტატი საკუთრივ დანიიდან აირჩევა, ხოლო ორ-ორი - ავტონომიური ოლქებიდან, გრენლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია