
ლატვიაში რუსეთიდან შემოფრენილი დრონი აფეთქდა
იმედი|imedinews.ge
ლატვიაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დრონი შეფრინდა და აფეთქდა. ინფორმაციას ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის კრასლავას რეგიონში შეფრინდა და აფეთქდა.
„შემთხვევის ადგილას ეროვნული შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო პოლიციისა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე აღმოჩენილია უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები. მოსახლეობისთვის და ლატვიის საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნულია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დრონის აფეთქებას ინფრასტურქტურის დაზიანება არ გამოუწვევია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge