
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
იმედი|imedinews.ge
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
როგორც „ცაჰალი“ იტყობინება, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მათ ჩამოგდებაზე მუშაობს. ქვეყნის მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს.
„ცაჰალის“ ზურგის სარდლობა ხალხს სთხოვს თავშესაფრებში ჩავიდნენ.
მოსახლეობას თავშესაფრების დატოვების უფლება მას შემდეგ მიეცემა, რაც ირანული რაკეტები განეიტრალდება და საჰაერო სივრცე უსაფრთხო გახდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge