თურქეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესმენები, მსახიობები და მოდელები დააკავეს

თურქეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესმენები, მსახიობები და მოდელები დააკავეს

იმედი|imedinews.ge

თურქეთის ქალაქ სტამბოლის პროკურატურამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში 16 ადამიანის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რომელთაგან 14 უკვე დაკავებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაკავებულთა შორის არიან ბიზნესმენები ფიქრეთ ორმანი, ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჩი და აგრეთვე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. დაკავების ორდერი გამოცემულია აგრეთვე მსახიობზე ჰანდე ერჩელზე.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაკავებული ფიქრეთ ორმანი თურქული საფეხბურთო კლუბის „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული, ბურაკ ელმასი საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი მმართველია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია