
Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის მთავრობამ გამოცხადებული კუბის ბლოკადის მიუხედავად მიმდინარე წელს კუნძულოვან სახელმწიფოში მოღვაწე კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკამ კუბის კერძო სექტორს საწვავი მიაწოდა იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვეა კუნძული სრულ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული და ქვეყნის ხელისუფლებას საზღვაო გზით საწვავის მიღების საშუალებას არ აძლევს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, კუბაში საწვავის ექსპორტის დაშვება პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ფართო პოლიტიკას შეესაბამება. ის „სრულად მიმართულია იქითკენ, რომ ცალკეული კუბელები, რომლებიც მთავრობასთან და სამხედროებთან არ არიან დაკავშირებულნი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენონ“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge