მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

იმედი|imedinews.ge

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედროები უწყებრივი მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“ - დაჯილდოვდნენ, ხოლო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ.

ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სერჟანტთა აკადემია მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიონალი სამხედრო სერჟანტების მომზადებასა და განვითარებაში, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია

იმედი

გიორგი ვოლსკი სამი ტელეკომპანიის დასანქცირებაზე: ეს მდგომარეობა განაპირობებს იმ სტრატეგიული მიმართულების ჩამოყალიბებას, რასაც ჰქვია „ჩაახშე ინფორმაცია“. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის რეალიზაციისთვის მიდის ზრუნვა

ლადო სადღობელაშვილი: ვხედავთ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ავტორები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტებით ამკობდნენ

გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!

გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!

იმედი