Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

იმედი|imedinews.ge

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოს რესპონდენტებმა განუცხადეს, ოფიციალური ანკარა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს გამოავლინონ თავშეკავება.

დიპლომატიური ძალისხმევის აქტივიზაციის ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მან აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სპარსეთის ყურის ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებმაც უკვე დააზიანეს პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და აეროპორტები, მოთმინებას კარგავენ.

თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ქვეყნები ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ირანი მუქარას სისრულეში მოიყვანს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას დაბომბავს. ეს მათთვის „წითელი ხაზია“.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული კონფლიქტის „რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში გადაზრდა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია