
ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი სწორ პერსპექტივაში დავინახოთ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას.
მოსახლეობის დასამშვიდებლად, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დაუსრულებელი ომებითა და ქვეყანაში გაზრდილი საწვავის ფასებით, პრეზიდენტმა ისტორიული პარალელები გაავლო და წარმოადგინა მონაცემები წინა კონფლიქტების ხანგრძლივობის შესახებ.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია მხოლოდ 32 დღეა გრძელდება. მისი თქმით, ამ მოკლე დროში აშშ-მა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია.
„ჩვენ ვახორციელებთ სამხედრო ოპერაციას, რომელიც იმდენად ძლიერი და ბრწყინვალეა, რომ 32 დღეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ფაქტობრივად განადგურებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.
ტრამპის მტკიცებით, ეს არ არის მორიგი „დაუსრულებელი ომი“, არამედ ნაბიჯი, რომელიც ამერიკელი ხალხის მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მოუტანს.
„ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge