ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

„აშშ-ს ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ნავთობის იმპორტი თითქმის არ აქვს და არც მომავალში ექნება“, - განაცხადა ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვის დროს. „ჩვენ ეს არ გვჭირდება. არც ადრე გვჭირდებოდა და არც ახლა გვჭირდება“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე, უნდა „მივიდნენ სრუტესთან და უბრალოდ აიღონ იგი, დაიცვან და თავად გამოიყენონ“.

„ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ მათ უნდა აიღონ ლიდერობა იმ ნავთობის დაცვაში, რომელზეც ასე სასოწარკვეთილად არიან დამოკიდებულნი“, - თქვა მან.

ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე „ბუნებრივად გაიხსნება“, რადგან ირანს ნავთობის გაყიდვა მოუნდება, როდესაც ქვეყნის აღდგენას შეეცდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია