
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
სენატორი რენდ პოლი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მხარს დაუჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუკი ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ნატოს დატოვებას სერიოზულად განიხილავს. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ნატოს, სენატის დამტკიცების გარეშე დატოვოს“, - დაწერა სენატორმა პოლმა.
სენატორი მაიკ ლი კი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოსთან ძალადობრივ ურთიერთობაშია და დროა, ალიანსი დატოვოს.
ევროპელ პარტნიორებს მწვავედ აკრიტიკებს სენატორი ლინდსი გრემიც და ამერიკისთვის უფრო სასარგებლო, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
იმედი
წყარო: imedinews.ge