მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

„ამ კონფლიქტის გავლენა უკვე ყველგან იგრძნობა. ამის ნათელი მაგალითია ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვის შედეგები. როდესაც ჰორმუზის სრუტე ბლოკირებულია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენა სუნთქვასაც კი ვერ ახერხებს. ჩვენ ამას ვხედავთ იმ ადამიანების ყოველდღიურობაში, რომლებიც ებრძვიან საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდას - ფილიპინებიდან და შრი-ლანკადან მოზამბიკამდე და კიდევ უფრო შორს მდებარე დასახლებებამდე“, - აღნიშნა გუტერეშმა.

„დავები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად. ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული ობიექტები, დაცვას საჭიროებს. ასევე, ნაოსნობის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ვინარჩუნებ მჭიდრო კავშირს მხარეებთან და ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად რეგიონში ვგზავნი ჩემს პირად წარმომადგენელს, ჟან არნოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობიანი გამოსავალი. ჩემი გზავნილი ნათელია“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა

Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა

იმედი

პენიტენციური სამსახური იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღების უფლებაც ამანათის სახით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

პენიტენციური სამსახური იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღების უფლებაც ამანათის სახით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

იმედი

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

იმედი