
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
იმედი|imedinews.ge
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, მოერიშე თვითმფრინავი A-10 Warthog-ი ჰორმუზის სრუტის მახლობლად დაახლოებით იმავე დროს ჩამოვარდა, როდესაც ირანის თავზე სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E ჩამოაგდეს. ამ უკანასკნელი ინციდენტისას ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს, ხოლო სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მეორე მფრინავს ეძებენ.
A-10-ის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალურმა პირებმა მწირი ინფორმაცია გასცეს და არ დაუკონკრეტებიათ, თუ როგორ ან ზუსტად სად მოხდა შემთხვევა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge