
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
იმედი|imedinews.ge
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო.
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ „სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუნდს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული სეზონი უსურვა.
მატჩს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge