რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი

იმედი|imedinews.ge

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი დრონი 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაბომბვის შედეგად, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი.

„შუაღამისას მტერმა საოლქო ცენტრს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებები 11-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ალმოდებული კორპუსიდან ადამიანების დროული ევაკუაცია მოახდინეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია