
ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი: აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას
ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.
როგორც ფერგიუსონი წერს, აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას.
მისი თქმით, უნდობლობა მხოლოდ ნატოს არ ეხება. საუბარია ხუთი ქვეყნის, აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ შექმნილ სადაზვერვო ალიანსზე, სახელად „ხუთი თვალი“.
„გაფრთხილებები ახლა უკვე საჯაროა. აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას. ეს აღარ ეხება მხოლოდ ნატოს. ეს ეხება „ხუთი თვალის“, დედამიწაზე ყველაზე მგრძნობიარე სადაზვერვო ქსელის ბირთვს“, - წერს ფერგიუსონი.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული ქვეყნები ერთმანეთს უკვე აღარ ენდობიან.
„თუ მოკავშირეები ერთმანეთს აღიქვამენ არასაიმედო, პოლიტიკურად არასტაბილურ და უუნარო პარტნიორებად, სადაზვერვო ინფორმაციით გაცვლა ხდება რისკის შემცველი და არა უპირატესობა. და ზუსტად ასეთად აღიქვამენ დიდ ბრიტანეთს კირ სტარმერის მმართველობის დროს“, - დასძინა მან.
როგორც ფერგიუსონი აღნიშნავს, თუ „ხუთი თვალის“ კოალიცია დაიშლება, გლობალური საინფორმაციო-სადაზვერვო ბალანსი შეიცვლება.
🚨 FIVE EYES UNDER THREAT — TRUST IS FRACTURING The warnings are now out in the open. U.S. lawmakers are openly questioning intelligence sharing with European allies — including the UK. This isn’t just about NATO anymore. This hits the core of the Five Eyes — the most… pic.twitter.com/BHkUXapJlG — Jim Ferguson (@JimFergusonUK) April 4, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge