
Politico: ევროკავშირის წევრებისთვის ბლოკში მდიდარი ქვეყნების მიღება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ღარიბების
Politico წერს, რომ ევროკავშირისთვის ახლა გაერთიანებაში მდიდარი ქვეყნების მიღებაა უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღარიბების. ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემას უთხრეს, რომ წევრი ქვეყნებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება გაერთიანებაში ისლანდიისა და ნორვეგიის გაწევრება, ვიდრე უკრაინის, მოლდოვის ან კიდევ რამდენიმე ქვეყნის.
„13-ვე ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირს 2004 წლის შემდეგ შეუერთდნენ, დაფინანსების სახით კვლავ უფრო მეტ თანხას იღებს, ვიდრე ცენტრალურ ბიუჯეტში შეაქვთ. სავარაუდოდ, იგივე სიტუაცია იქნება ოფიციალურ მომლოდინეთა სიაში მყოფი სახელმწიფოების შემთხვევაშიც - მათ შორის არიან უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, სერბეთი და მონტენეგრო, რადგან ევროკავშირში შენატანები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზეა დაფუძნებული.
ეს ფინანსური მოსაზრებები ნიშნავს იმას, რომ რთული იქნება მოქმედი წევრების დარწმუნება, რომ ეს უფრო ღარიბი ქვეყნები გაერთიანებაში მიიღონ. არსებულ წევრებს ევროკავშირის ფონდებიდან კიდევ უფრო მცირე წილი შეხვდებათ“, - წერს გამოცემა.
ამასთან, ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემას უთხრა, რომ ისეთი მდიდარი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ისლანდია ან ნორვეგია, ევროკავშირში გაწევრიანება გაცილებით ადვილი იქნება.
იმედი
წყარო: imedinews.ge