ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს

ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკა დიდ სარგებელს იღებს ნავთობის მზარდი ფასებისა და აშშ-ის სანქციების შერბილებისგან, მაშინ როცა ირანში კონფლიქტმა შესაძლოა გამოიწვიოს საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა იმ იარაღის დეფიციტი, რომელიც უკრაინას გადაუდებლად სჭირდება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანისთვის რუსეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ხანგრძლივი ომი სურს. მათ ამისგან სარგებელი აქვთ: აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს. სანქციები ნაწილობრივ მოხსნილია. ირანთან ომის გაგრძელებაში რუსეთისთვის მხოლოდ სარგებელს ვხედავ“, - განუცხადა ზელენსკიმ AXIOS-ს.

კითხვაზე, ადარდებს თუ არა, რომ ირანში გაჭიანურებული ომი უკრაინის იარაღით მომარაგებას შეაფერხებს, ზელენსკიმ უპასუხა: „მე მხოლოდ შეშფოთებული კი არ ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე დავდგებით. აბსოლუტურად“.

ზელენსკიმ ასევე გამოხატა შეშფოთება აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ენერგეტიკული კრიზისის საპასუხოდ რუსული ნავთობის გაყიდვებთან დაკავშირებული სანქციების შერბილებას ეხება. „თუ ახლა ისინი ენერგორესურსებიდან მეტ ფულს მიიღებენ, ეს ჩვენ ნამდვილად არ დაგვეხმარება“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია