ჰეგსეტი ნატოზე: ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან

ჰეგსეტი ნატოზე: ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანთან ომში მხარს არ უჭერენ.

მან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნათქვამი ციტატა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ძლიერი ალიანსის არსებობა შეუძლებელია, თუ ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს გვერდში არ ამოუდგებიან.

„პრეზიდენტი მიგვითითებს, რომ ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან. მან ეს მარტივად განაცხადა, ხოლო შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია