
AP: 730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბაში ჩავიდა
იმედი|imedinews.ge
730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბის საპორტო ქალაქ მატანსასში შევიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს არის კუბაში ნავთობის იმპორტის პირველი შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, რაც აშშ-მა კუნძულოვანი სახელმწიფო სრულ ბლოკადაში მოაქცია.
მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ ტანკერს კუბაში ჩასვლისა და ნავთობის მიწოდების უფლება მისცა.
როგორც Associated Press-ი წერს, კუბელები გემის შემოსვლას მიესალმებიან, რადგან ნავთობის დეფიციტმა ეკონომიკური კრიზისი გააღრმავა. კუბის მოსახლეობა ელექტროენერგიის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge