თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს

თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„როდესაც ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულდება, ბენზინის ფასები კვლავ იმ მრავალწლიან მინიმუმამდე დაიწევს, რომლითაც ამერიკელი მძღოლები ამ მოკლევადიან შეფერხებებამდე სარგებლობდნენ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში.

„პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც ერთგული რჩება ამერიკის ენერგეტიკული დომინირების სრულად აღდგენის, ხარჯების შემცირებისა და შრომისმოყვარე ამერიკული ოჯახების ჯიბეებში მეტი ფულის დაბრუნების იდეისადმი“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია