
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანის ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სხვა ქვეყნებს თავად შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.
„ჩვენ იქ დიდხანს აღარ დავრჩებით. ახლა ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ, ეს არის სრული განადგურება“, - განაცხადა პრეზიდენტმა სატელეფონო ინტერვიუში.
„თუმცა იქ დიდხანს ყოფნა აღარ დაგვჭირდება - მაგრამ კიდევ გვაქვს სამუშაო მათი შეტევითი პოტენციალის, რაც კი რამ დარჩათ, გასანადგურებლად“, - დასძინა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებს თავად შეუძლიათ მოაგვარონ ჰორმუზის სრუტის საკითხი, რომელიც ირანმა ჩაკეტა, რამაც ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
„აბა, ვფიქრობ, ის ავტომატურად გაიხსნება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: მე ეს ქვეყანა მიწასთან გავასწორე. მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან... რადგან მგონია, რომ ვინც ნავთობს აკონტროლებს, ძალიან მოხარული იქნება სრუტის გახსნით“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge