
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
იმედი|imedinews.ge
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
„ჩვენ არასდროს მივისწრაფოდით დაძაბულობისა თუ ომისკენ არცერთ ეტაპზე და გვაქვს საჭირო განწყობა ამ ომის დასასრულებლად, თუ შესაბამისი პირობები შესრულდება, განსაკუთრებით კი აუცილებელი გარანტიები აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა პეზეშკიანმა Press TV-ის ცნობით.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge