იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იმედი|imedinews.ge

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეხვედრა იტალიელთა უპირატესობით დაიწყო და მე-15 წუთზე მოიზე კინმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა, გარდამტეხი მომენტი 41-ე წუთზე დადგა, როდესაც იტალიელი მცველი, ალესანდრო ბასტონი მოედნიდან გააძევეს.

79-ე წუთზე ჰარის ტაბაკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლები ბევრად უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გუნდი ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს (2018, 2022 და 2026 წლები).

რაც შეეხება ბოსნია და ჰერცეგოვინას, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშებენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია