მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

„ეს მიზანი მიღწეულია“, - აღნიშნა ტრამპმა. „ახლა ჩვენ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვფიქრობ, ორ კვირაში, ან შესაძლოა ცოტა მეტ ხანში, პროცესი დასრულდება. ჩვენ გვსურს სრულად გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ დარჩათ“.

პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის „შესაძლოა შეთანხმებაც შედგეს“, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

მისი თქმით, „რეჟიმის ცვლილება უკვე განხორციელდა“.

„არ აქვს მნიშვნელობა, დასხდებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ისინი 15-20 წლით უკან დავხიეთ. მათ აღარ ჰყავთ ფლოტი, აღარ ჰყავთ ჯარი და სამხედრო-საჰაერო ძალები. მათ აღარ ჰყავთ ლიდერები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იმედი

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

იმედი

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

იმედი

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

იმედი