ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

იმედი|imedinews.ge

ირანი განიხილავს საპასუხო ზომებს იმ ქმედებებზე, რასაც ის ისრაელის მხრიდან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის აფილირებული.

„ირანი მუშაობს საპასუხო რეაგირებაზე, რათა განახორციელოს შემაკავებელი ოპერაციები ისრაელის სამხედრო პოზიციებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

წყაროს განცხადებით, თავდასხმების გაგრძელება მიუთითებს იმაზე, რომ ან „აშშ ვერ აკონტროლებს“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ან მან „სიონისტურ რეჟიმს მოქმედების თავისუფლება მიანიჭა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია