ჯეი დი ვენსი უკრაინაში ომზე: ახლა საუბარია ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის - ღირს კი ეს კიდევ ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად?

ჯეი დი ვენსი უკრაინაში ომზე: ახლა საუბარია ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის - ღირს კი ეს კიდევ ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად?

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ შეინიშნება, ხოლო მხარეთა პოზიციები, მისივე თქმით, ერთმანეთს დაუახლოვდა.

„თავდაპირველად ჩვენ ვერ ვახერხებდით რუსეთისა და უკრაინის დაყოლიებას იმაზეც კი, რომ ჩამოეყალიბებინათ, რა სურდათ კონფლიქტის დასასრულებლად. ახლა ჩვენ ამას მივაღწიეთ. მივიღეთ დოკუმენტები როგორც უკრაინელებისგან, ასევე რუსებისგან. ჩვენ ფაქტობრივად ვაიძულეთ ისინი გამოეთქვათ თავიანთი პოზიციები და დროთა განმავლობაში მათი პოზიციები სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს“, - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, მხარეებს საბოლოო პროგრესისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა ის „საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რადგან ომმა, არსებითად, აზრი დაკარგა“.

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ამ მომენტისთვის საუბარია „ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის ამა თუ იმ მიმართულებით“.

„რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის შემდეგი: ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის. ღირს კი ეს კიდევ ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად?“ - აღნიშნა მან.

TWITTER POST
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია