
ანდრაშ ლასლო: ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა. ძალიან კონკურენტული არჩევნებია, მაღალი ფსონებია არამხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ მომავლისთვის უნგრეთის
ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ანდრაშ ლასლოს თქმით, ძალიან კონკურენტული არჩევნებია, მაღალი ფსონებია არამხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ მომავლისთვის უნგრეთის.
„რამდენიმე დღე დაგვრჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა. ძალიან კონკურენტული არჩევნებია, მაღალი ფსონებია არამხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ მომავლისთვის უნგრეთის. ასევე, ევროკავშირის მომავლისთვის. ამიტომ ხდება ძალიან აქტიურად გაშუქება საერთაშორისო დონეზე, მეინსტრიმული მედია აშუქებს თუ რა ხდება არჩევნებში, ვინაიდან მათ იციან, რომ უნგრეთი ყველაზე შემართული ქვეყანაა. იბრძვის მშვიდობისთვის, ებრძვის არალეგალურ ემიგრაციას, იდეოლოგიისთვის იბრძვის ევროპაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გვჭირდება ერთსულოვანი მიღება გადაწყვეტილების ევროპის დონეზე. მეინსტრიმულებს ევროპაში, ბრიუსელში, მათ უნდათ ცვლილება მთავრობისა, რომელიც არ დაიცავს უნგრულ ინტერესებს, არამედ ბრიუსელის ინსტრუქციებს მიყვება“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge