
FBI-მ აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი კეშ პატელი ავრცელებს.
„ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ პოტენციური ინფორმატორისთვის: ჩვენ ასეთ საქმეებს ვიძიებთ და დაკავებებს ვახორციელებთ. FBI არ შეურიგდება მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ღალატი და ამერიკელების საფრთხეში ჩაგდება სურთ“, - დაწერა პატელმა სოციალურ ქსელ X-ში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულს, მაგრამ მედია ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ინფორმაციას ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტის სამძებრო ოპერაციის შესახებ.
🚨🚨 FBI and our partners have arrested a former SOCOM employee, who supported our top-level military warfighters, for allegedly transmitting classified information to a member of the media. Outstanding work by @FBICharlotte and the FBI Counterintelligence & Espionage Division… — FBI Director Kash Patel (@FBIDirectorKash) April 8, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge