
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს
იმედი|imedinews.ge
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, ლიბანი აშშ-ირანის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.
მან ისრაელის თავდასხმებს ლიბანზე „ძალიან დამანგრეველი“ უწოდა.
„გვინდა, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი იყოს. გვსურს, რომ ის ვრცელდებოდეს ლიბანზეც, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა კუპერმა.
მისი თქმით, გუშინ ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვა იყო ესკალაცია, რომელიც ძალიან დამანგრეველია.
ისრაელური მხარე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გუშინდელი ავიადარტყმები რამდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი და მათ მთავარ მიზანს დაჯგუფება „ჰეზბოლა“ წარმოადგენდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge