
ისრაელი ლიბანში შეტევებს განაგრძობს
იმედი|imedinews.ge
ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე თავდასხმებს განაგრძობს. „ცაჰალის“ ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის პირადი მდივანი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო იერიშებს სულ მცირე 182 ადამიანი ემსხვერპლა, 890 კი დაიჭრა.
თუ ისრაელი ლიბანზე იერიშებს არ შეწყვეტს, ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება. მიუხედავად ამისა, ისლამაბადში ამერიკა-ირანის დელეგაციების შეხვედრისთვის ემზადებიან. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge