Reuters: ირანში ომის გამო ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავალი აპრილში 9 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდება

Reuters: ირანში ომის გამო ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავალი აპრილში 9 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდება

იმედი|imedinews.ge

ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავლები აპრილში გაორმაგდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემოსავლების გაორმაგება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმითა და ნავთობის სფეროში შექმნილი კრიზისით არის განპირობებული.

Reuters-მა დათვალა და გაარკვია, რომ რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია, ირანში ომით ყველაზე მეტი სარგებელი ნახა.

თებერვლის ბოლოს, როცა აშშ და ისრაელი ირანს თავს დაესხნენ, თეირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მეხუთედი გადის ექსპორტზე, რის გამოც Brent-ის მარკის ერთი ბარელის ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.

როგორც სააგენტომ დაადგინა, აპრილში რუსეთის შემოსავალმა ნავთობის გაყიდვით 9 მილიარდი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა მარტში ეს დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი იყო. მიმდინარე წლის აპრილის შემოსავალი 10% აღემატება 2025 წლის აპრილის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში 2026 წელს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 7,9 ტრილიონი რუბლით, ანუ 101 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია