ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპისა და ევროკავშირისგან

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპისა და ევროკავშირისგან

იმედი|imedinews.ge

ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი მიჩვეული არიან, მარტივად გაურბიან ისეთ კითხვებს, რომელიც მათ არ აწყობთ. ყველა ქვეყანაზე, მათ შორის სირიაზეც, როგორც კი რამე ხდება, მაშინვე აახლებენ ინფორმაციას. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც დღემდე წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ისევე, როგორც ევროპარლამენტარები დღემდე წერენ რეზოლუციებში, რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ისინი ამ ქმედებით საკუთარ თავს იზიანებენ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

„ყველა ადამიანი, ვინც საღად აზროვნებს ეს მისთვის არის შეურაცხმყოფელი, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს ამ დონეზე არ სცემენ პატივს. არ უნდა გაუკვირდეთ შემდეგ, რომ განწყობები რადიკალურად შეცვლილია ევრო ბიუროკრატების მიმართ. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპას და ევროკავშირს ერთმანეთისგან. ევრო ბიუროკრატები და მათი ელჩები ისე იქცევიან, რომ განწყობები ასეთი ნიჰილისტურია ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია