
Bloomberg: რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში არჩვნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან
იმედი|imedinews.ge
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან.
გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო მოკავშირე ორბანის გარეშე, სლოვაკეთის ლიდერს გაუჭირდება ბრიუსელის წნეხს გაუძლოს.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge