
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ
იმედი|imedinews.ge
სოციალურ ქსელ X-ში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ.
მასალა თითქოსდა უკრაინელი ჯარისკაცის ტელეფონიდან ჰაკერული გზითაა მოპოვებული. მისი ავთენტიკურობა ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმაც გააზიარა.
გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი სამხედროები ბუდაპეშტში საპროტესტო აქციაზე 50 ათასი ადამიანის მობილიზებაზე, პოლიციის კორდონის გარღვევაზე, საბურავების დაწვასა და პარლამენტის შენობასთან არეულობის მოწყობაზე მსჯელობენ.
De ser esto cierto, además de un escándalo brutal internacional, confirmaría que en el Maidan se provocaron tensiones desde fuera para generar caos, la revolución de color famosa que provocó un cambio de régimen y que ha llevado a la guerra actual. https://t.co/3SXUcbnsll — Javier Villamor (@JavierVillamor) April 9, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge