ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

იმედი|imedinews.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ასევე, მოეწყო 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი მცირე ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია