ტრამპი: ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არავითარი კოზირი არ უჭირავთ

ტრამპი: ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არავითარი კოზირი არ უჭირავთ

იმედი|imedinews.ge

მოახლოებული მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანს საერთაშორისო ასპარეზზე რეალური ბერკეტები არ გააჩნია.

ტრამპის თქმით, ირანის ერთადერთი იარაღი ჰორმუზის სრუტის გამოყენებით მსოფლიოს „მოკლევადიანი დაშანტაჟებაა“.

„ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არავითარი კოზირი არ უჭირავთ, გარდა საერთაშორისო წყლების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი გამოძალვისა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა, რომ ირანის არსებობის ერთადერთი მიზეზი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა: „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებებია!“

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია