კამალა ჰარისი: ტრამპის მიერ გაჩაღებული ომი ირანში აშშ-ს გრძელვადიან ზიანს მიაყენებს

კამალა ჰარისი: ტრამპის მიერ გაჩაღებული ომი ირანში აშშ-ს გრძელვადიან ზიანს მიაყენებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ „არჩეული ომი“ ირანში აშშ-ისთვის გრძელვადიან ზიანს გამოიწვევს.

„მაშინ, როცა ის ამაყად დააბიჯებს და ტრაბახობს იმით, თუ როგორ გაანადგურებს მთელ ხალხს, სინამდვილეში ის ჩვენს ქვეყანას ასუსტებს, არასანდოს და ნაკლებად გავლენიანს ხდის“, - განაცხადა ჰარისმა პარასკევს, ნიუ-იორკში, სამოქალაქო უფლებათა დამცველი ჯგუფის „ეროვნული მოქმედების ქსელის“ ყრილობაზე.

„ჩინეთი უბრალოდ მშვიდად ზის და პოპკორნს მიირთმევს“, - აღნიშნა მან ტრამპის მიერ გლობალურ ალიანსებთან მოპყრობის შესახებ საუბრისას.

მან ტრამპი ასევე გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, თითქოს ირანის ბირთვული არსენალი განადგურებული იყო. „როგორც ჩანს, მას ეს არ გაუკეთებია“, - აღნიშნა ჰარისმა.

ჰარისმა, რომელსაც დამსწრე საზოგადოება ოვაციებითა და შეძახილებით - „კვლავ იყარე კენჭი“ - შეხვდა, განაცხადა, რომ ომი კიდევ უფრო გაზრდის ფასებს ამერიკელებისთვის. მან დასძინა, რომ ტრამპმა ინფლაციის შემცირების შესახებ წინასაარჩევნო დაპირება დაარღვია. „მან მოიტყუა“, - თქვა ჰარისმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია