
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
ვულოცავ პეტერ მადიარს დამაჯერებელ გამარჯვებას არჩევნებში, იტალიის მთავრობა მას ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს, - დაწერა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში. მან უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge