
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
იმედი|imedinews.ge
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.
Congratulations @MagyarPeterMP on your election victory. This is an historic moment, not only for Hungary, but for European democracy. I look forward to working with you for the security and prosperity of both our countries. — Keir Starmer (@Keir_Starmer) April 12, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge