პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, - განაცხადა პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა. მან მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში „ტისამ“ და უნგრეთმა გაიმარჯვეს, რაც ხალხის გარეშე ვერ მოხდებოდა.

ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის „რეჟიმმა“ „ტისას“ შესაჩერებლად, პარტიის წინააღმდეგ ყველა საშუალება გამოიყენა, თუმცა „სიმართლემ ტყუილზე გაიმარჯვა.

„ტისამ“ არა მხოლოდ მოიგო არჩევნები, არამედ ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი, ორმესამედიანი უმრავლესობა გვექნება. ეს ნიშნავს ძალაუფლების მშვიდ და ეფექტიან გადაცემას.

დღეს სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - აღნიშნა მადიარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია