
სერბეთმა „თურქეთის ნაკადთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებასთან უკრაინის კავშირი უარყო
იმედი|imedinews.ge
სერბეთის დაზვერვის უფროსის განცხადებით, თურქეთის ნაკადის მილსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების უკან უკრაინა არ ყოფილა. სერბეთში განმარტეს, რომ მილსადენზე საბოტაჟის მოწყობასთან უკრაინული მხარის კავშირი სიმართლეს არ შეესაბამება.
კონტრდაზვერვის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია სამხედრო გადამზადების მქონე მიგრანტზე, რომელიც ენერგოინფრასტრუქტურაზე საბოტაჟის მოწყობას გეგმავდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გუშინ განაცხადა, რომ მილსადენის იმ მონაკვეთზე, საიდანაც მისი ქვეყნიდან უნგრეთის მიმართულებით რუსული გაზის მიწოდება ხდება, ძლიერი მოქმედების ასაფეთქებლები აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge