რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

იმედი|imedinews.ge

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის გამო განგაში იყო ისრაელში, რაკეტები ჰებრონის თავზე შენიშნეს. ირანი იერიშებს განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიმართულებითაც. ღამით ირანული დრონების სამიზნეში მოექცა ქუვეითში მდებარე ამერიკული ბაზა. შედეგად, 15 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.

იბომბება ირანის ტერიტორიაც. ისრაელი ირანის უდიდესი ნავთობქიმიური ქარხნის განადგურების შესახებ იუწყება. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიში ირანის ორ უდიდეს ნავთობქიმიურ კომპლექსზე მიიტანეს, რამაც მისი ნავთობქიმიური ექსპორტის 85 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი გახადა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ასალუიეში მდებარე ობიექტი გამოიყენებოდა, როგორც ირანის რეჟიმის სარაკეტო ინდუსტრიისთვის აუცილებელი კომპონენტების დასამზადებელი ცენტრი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია