მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნდობის ჯგუფის წევრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს გაეცნენ
ნდობის ჯგუფის წევრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს გაეცნენ

ნდობის ჯგუფის წევრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს გაეცნენ

იმედი|imedinews.ge

ნდობის ჯგუფის წევრებმა, პარლამენტის რეგლამენტის 157-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს ბექა მამარდაშვილს მოუსმინეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიში გააცნო.

ბექა მამარდაშვილმა ჯგუფის წევრებთან ფარულ მეთვალყურეობაზე, მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მიმართულებები, როგორიც არის სახელმწიფო უწყებების და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა.

„ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში აქტიურად ინერგება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები. სააგენტოს თანამშრომლები ოპერატიულ და მყისიერ რეაგირებას ახდენენ ნებისმიერ ინციდენტზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ხდება. შეხვედრაზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ვისაუბრეთ, სააგენტოს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განვიხილეთ“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე გაეცნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტშია

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტშია

იმედი

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

თენგიზ შარმანაშვილი: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ „დიფ სთეითის“ დამარცხების პირობა დადო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ „დიფ სთეითის“ დამარცხების პირობა დადო

იმედი