შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე. დაღუპულია ორი თავდამსხმელი

შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე. დაღუპულია ორი თავდამსხმელი

იმედი|imedinews.ge

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე ისრაელის საკონსულოზე უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სროლის შედეგად ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ხოლო კიდევ ერთი მძიმედ არის დაჭრილი. დაიჭრა აგრეთვე ორი პოლიციელი.

მომხდარს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მუსტაფა ჩიფთჩი. როგორც მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან.

მათ ქალაქ იზმითში მანქანა იქირავეს და სტამბოლში ჩავიდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ადრე ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასჯელს იხდიდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია