მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული პროგრამების და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრა ცენტრის პროგრამების ,,ასწავლე საქართველოსთვის“ და ,,დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის” პროგრამების ფარგლებში გაიმართა და მის მიზანს ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის, კახეთის და სამეგრელოს საჯარო სკოლების იტალიური ენის ადგილობრივი და იტალიური ენის მოხალისე მასწავლებლები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) შესაძლებლობებს და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ჩართულიყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობაში.

მასწავლებლებს პლატფორმაზე რეგისტრაცია საშუალებას მისცემთ იტალიურ ენაზე დაამყარონ კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და გააუმჯობესონ სასწავლო პროცესის ხარისხი.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ უცხოური ენების გაძლიერების და მხარდაჭერის მიმართულების მოხალისე იტალიელმა მასწავლებელმა მონაწილეებს გააცნეს იტალიური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები. ისაუბრეს სკოლებში ერთობლივი სწავლების შედეგებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიის საელჩოს ძალისხმევით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამჟამად თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 62 სკოლაში 9000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს იტალიურ ენას.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია