მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც სააგენტოს 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიში სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მომხსენებელმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, 2026 წელს სააგენტომ გააქტიურა არარეგისტრირებული საწარმოების კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა 105 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს, მათ შორის რძის გადამამუშავებელი საწარმოები, საქონლის და ფრინველის სასაკლაოები, კვების ობიექტები, პესტიციდების და აგროქიმიკატების მაღაზიები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სააგენტოს მომსახურების გაციფრულების პროცესი.

კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გორდულაძე: ევროკავშირში აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას. გაჩერების მიზეზი იყო, რომ თუ ჩვენ მას მივიღებთ, მაშინ ვერ შევძლებთ საქართველოში ეს კანონი გავაპროტესტოთო. არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა

არჩილ გორდულაძე: რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად

არჩილ გორდულაძე: რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად

იმედი

ჯეი დი ვენსის განცხადებით, მას აქვს ცნობები უნგრეთის არჩევნებში უკრაინის სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ

ჯეი დი ვენსის განცხადებით, მას აქვს ცნობები უნგრეთის არჩევნებში უკრაინის სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ

იმედი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა

იმედი